ქართული პავილიონი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე

06 სექ 2025

ქართული ნაციონალური პავილიონი ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე.  ღონისძიებაზე  რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია. კომპანიებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი.  წელს გამოფენაში მონაწილეობდა 55,000-ზე მეტი კომპანია 75-მდე ქვეყნიდან; გამოფენას  70,000-მდე ვიზიტორი დაესწრო.