23 იან 2026
მიმდინარე წლიდან ხელვაჩაურში მოქმედი საქართველოს ჩემპიონი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ყოველთვიურ ფულად ჯილდოს მიიღებენ. ფინანსური წახალისება აქამდეც ფუნქციონირებდა, თუმცა ერთჯერადად.
2026 წელს ასევე გაგრძელდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთა წახალისება, რომელიც საპრიზო ადგილების მიხედვით იქნება განსაზღვრული.
სხვადასხვა სპორტის სახეობებში წარმატებული მოასპარეზეებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოვების მიზანი სპორტსმენების მხარდაჭერა და მოტივაციის გაზრდაა.