23 იან 2026
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო - ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. თამარ ონიანის განცხადებით, შესაძლოა სასამართლომ აღნიშნული საჩივარი პრიორიტეტულ საქმედ განიხილოს.
საჩივარში საია მიუთითებს, რომ მასობრივად დაირღვა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ასევე საარჩევნო დავების განხილვის უფლება. სარჩელი 2025 წელს გაიგზავნა, სახელმწიფოს პოზიციის წარსადგენად ვადა 15 მაისამდე აქვს.
ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა, მათგან ერთ-ერთის ავტორი საიაა. საიაში აცხადებენ, რომ მათ სარჩელით არ მოუთხოვიათ დროებითი ღონისძიების გამოყენება და ამის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.