23 იან 2026
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ სამი საჩივარია წარდგენილი და ისინი სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე განიხილება.
მათივე ინფორმაციით, მომჩივანი 11 ფიზიკური პირი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მომჩივანთა ნაწილი არჩევნების შედეგების შეჩერებასთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.