ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა

23 იან 2026

ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ  ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.    

ირკვევა, რომ ექიმები ფსიქოტროპული მედიკამენტებს რეცეპტების გარეშე, დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე გასცემდა, თანაც ზოგჯერ დიდი დოზით.   

ცალკეულ შემთხვევაში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვაც არ ჰქონდა.  

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.