23 იან 2026
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო საქართველოს განათლების მინისტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებსა და მშობლებს.
უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სასკოლო ფორმა, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.
შეხვედრის დროს გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი პოზიციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.