დაჭრის ფაქტი მარნეულში - დაკავებულია 1 პირი

23 იან 2026

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მარნეულში დაკავებულია პირია, რომელმაც გამოძიების ვერსიით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა კაცი  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი  - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.