გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

23 იან 2026

პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან შემართებით და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.