22 იან 2026
სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვების გამჭვირვალედ განხორციელებას და აისახება სამუშაოების ხარისხზე - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპარტამენტმა შეისწავლა და გააანალიზა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შესყიდული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.
როგორც აღნიშნეს, გამოიკვეთა ვალდებულებების შეუსრულებლობა ან სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება.