22 იან 2026
"იმარჯვებს ქართული საზოგადოება, იმარჯვებს უკრაინა" - ამ სიტყვებით დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლა.
3 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში სხდომაზე პირველად მივიდა. საქალაქო სასამართლოში პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მოწმეები იკითხებიან.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. აღნიშნული ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.