22 იან 2026
ინდონეზია შეუერთდა თურქეთს, ეგვიპტეს, იორდანიას, საუდის არაბეთს, პაკისტანს და კატარს და მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების მოწვევა - წერს ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ მედიაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თითოეული ქვეყანა ხელს მოაწერს გაწევრიანების დოკუმენტებს თავისი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
ტრამპმა ათობით მსოფლიო ლიდერი მიიწვია, შეუერთდნენ მის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების მოგვარებას, თუმცა დიპლომატები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს გაეროს მუშაობას.