საბერძნეთში წყალდიდობამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

22 იან 2026

საბერძნეთში ორი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ ათენსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ქუჩები, სახლები და მაღაზიები დატბორა. სახანძრო სამსახურის განცხადებით,  ათენის სამხრეთ გარეუბან გლიფადაში დაიღუპა ქალი, რომელსაც უეცრად მოვარდნილი წყლის შედეგად გატაცებული ავტომობილი დაეჯახა.

დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში წყლით დაიფარა მანქანები და შენობების პირველი სართულები.

სახანძრო ბრიგადამ ათენში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის მოთხოვნით ასობით ზარი მიიღო. სინოპტიკოსების პროგნოზით,  ძლიერი ნალექი დღეს   ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია მოსალოდნელი.