პუტინი „მშვიდობის საბჭოში“  გაყინული აქტივებიდან მილიარდი დოლარის გადარიცხვას აპირებს

22 იან 2026

რუსეთს შეუძლია აშშ-ში გაყინული აქტივებიდან ერთი  მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოში“ გადარიცხოს აშშ-ის პრეზიდენტის, მოწვევის მიღების გადაწყვეტილების მიღებამდეც კი განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„სანამ მშვიდობის საბჭოს შემადგენლობასა და მუშაობაში მონაწილეობის საკითხს გადავწყვეტთ, რუსეთის პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ წინა აშშ-ის ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოსთვის“ გადავრიცხოთ“, - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ბოლო განცხადებაზე. პუტინმა კუნძული  200-250 მილიონ დოლარად შეაფასა. მან ეს ციფრი  1867 წელს რუსეთის იმპერიის მიერ აშშ-სთვის ალასკის გაყიდვის ფასიდან გამომდინარე გამოთვალა.