22 იან 2026
ნავთობტანკერები „გალილეო“, რომელიც მანამდე „ვერონიკას“ სახელით იყო ცნობილი და „მ. სოფია“, შეერთებული შტატების ზალებმა დააკავეს და ისინი ახლა პუერტო-რიკოს პონსეს სანაპიროსთან ღუზაზე დგანან.
ვენესუელაში მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის ნავთობის რესურსების განუსაზღვრელი ვადით კონტროლს გეგმავს.
ტრამპის თქმით, ქვეყნის დანგრეული ნავთობის ინდუსტრიის აღსადგენად 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
წარსულში დაკავებული გემები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ, ან „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნოდნენ, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობის ტრანსპორტირება მსხვილი სანქცირებული მწარმოებლებისგან - ირანიდან, რუსეთიდან ან ვენესუელიდან მოახდინონ.