22 იან 2026
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერა საქართველოს განათლების მინისტრმა.
ასევე გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივებიც განიხილა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ლაბორატორიების მოწყობის ღირებულება ჯამში მილიონ ლარზე მეტია.