ფასების რეგულირების საკითხი

22 იან 2026

რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე? სასურველი შედეგის მისაღწევად პროცესი დაწყებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული საკოორდინაციო  კომისიის წევრები მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ  ფასების განსაზღვრაზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს, რომლის შესწავლასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდება. რამდენიმე კვირაში საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტში საკითხის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნება.

ცნობილია, რომ სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმეში სუსი ჩაერთვება.