4 ოქტომბრის საქმე - სასამართლო პროცესი

22 იან 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ბერიძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, ასევე, გამოიკვლიეს ვიდეო-მტკიცებულებები.

დაკავებულებს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის მუხლით აქვთ წაყენებლი.