22 იან 2026
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა.
შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ქართველმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 6:2 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმეს. საქართველოს ნაკრები ბელგრადში კიდევ ერთ მატჩს გამართავს.
მე-9 ადგილისთვის ქართველი წყალბურთელები დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.