ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში

22 იან 2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ლატვიას დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა. ლატვიელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს.

მე-3 წუთზე გერმანს მატიუშენკომ გაიტანა. შესვენების შემდეგ ლატვიამ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ედგარს ტარაკანოვსმა 25-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა გამოიყენა, ორ წუთში კი კონტრშეტევაზე დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში 40-ე წუთზე ანდრეის ბაკლანოვსმა დააფიქსირა. 

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა და ხორვატიამ ფრედ ითამაშეს – 2:2. პირველი ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფის ლიდერი ლატვიაა.