ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

22 იან 2026

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა.

შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც ნიდერლანდების კარში 11 გოლი გაიტანა. კონტინენტის პირველობაზე საქართველომ სამივე მატჩი დათმო ხორვატიასთან, შვედეთთან, ნიდერლანდებთან და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი მალე გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს – ტურნირზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს ორი ეტაპის გადალახვა მოუწევს, პირველი მეტოქე კი ისრაელი იქნება. ორმატჩიანი დაპირისპირება მარტში გაიმართება.