22 იან 2026
ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც სეზონის დაწყებამდე მოემზადება. გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკრება ორ ნაწილად გაიყოფა და გუნდი შვიდ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ხუთი მეტოქე უკვე ცნობილია, ორი კი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
„დინამოს“ მეტოქეები არიან: ბოსნიური „სლოგა დობოი“, „ნეფთჩი“, უკრაინული „ოლექსანდრია“, ჩრდილო მაკედონიის „სილესკი“ და უზბეკური „სოგდიანა“.
შეკრების პირველი ეტაპი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მოთამაშეები სამი დღე დაისვენებენ და 7 თებერვალს კვლავ შეიკრიბებიან.
ახალი სეზონისთვის მზადება ბათუმის „დინამომ“ 15 იანვარს დაიწყო. ამ ეტაპზე გუნდში 27 ფეხბურთელი ვარჯიშობს.