აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გზები გვიან ღამემდე იწმინდებოდა

22 იან 2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

"ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია. 

დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განახლდა შიდა სასოფლო გზებზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სპეციალური ტექნიკები.