21 იან 2026
იაპონიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
დაცვის მხარე უფრო მცირე სასჯელს, არა უმეტეს 20 წელს მოითხოვდა. 2022 წლის 8 ივლისს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. იგი თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
თავდამსხმელი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. მან ექს-პრემიერის მკვლელობა აღიარა.