ადიღეს რესპუბლიკაში საცხოვრებელ სახლზე რაკეტის მოხვედრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

21 იან 2026

რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით,  ადიღეს რესპუბლიკაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა მოხვდა, როცა საჰაერო სისტემა უკრაინულ დრონს იგერიებდა.

ადიღეის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ტახტამუკაისკის რაიონში საცხოვრებელი სახლი დრონის მოხვედრის შედეგად დაზიანდა.

მისივე თქმით, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.