21 იან 2026
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჰან დაკ-სუს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ყოფილი პრეზიდენტის მიერ 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ აჯანყებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების გამო გაასამართლეს.
ქვედა ინსტანციის სასამართლომ ჰანი ასევე დამნაშავედ ცნო ცრუ ჩვენების მიცემასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შექმნაში.
76 წლის ჰანი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისთანავე დააკავეს.