21 იან 2026
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ კამჩატკის ნახევარკუნძულზე ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე უხმა თოვლის ნალექმა რამდენიმე მეტრის სიმაღლის უზარმაზარი ნამქერი შექმნა, რამაც შენობების შესასვლელები დაბლოკა და მანქანები დაფარა.
ადგილობრივები იძულებულნი იყვნენ საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელებთან თოვლის გვირაბები გაეთხრათ.
არსებული ინფრომაციით, თოვლის საფარი ოთხ მეტრს აღწევს.
დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გაუქმებულია ან გადადებულია ფრენები.