საიამ სტრასბურგში სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების საჩივრებზე წერილობითი პოზიცია წარადგინა

21 იან 2026

საიამ სტრასბურგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის საჩივრებზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წერილობითი პოზიცია წარადგინა.

მათივე ცნობით, წერილობით პოზიციაში საია მიუთითებს, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ მომჩივან პირებს, რომლებიც არიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და იმ ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოუსპეს სიცოცხლე შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტისას.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ქმედებები განხორციელდა დისკრიმინაციული საფუძვლით, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დატყვევებული სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ ეთნიკურად ქართველები/საქართველოს მოქალაქეები. „მოთხოვნილია როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება რუსეთის ფედერაციის მხრიდან.