21 იან 2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას , რომლის მიხედვითაც სასამართლომ 4 ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა , პარტია „გახარია საქართველოში “ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ.
ტატა ხვედელიანის შეფასებით ეს საშიშ პრეცედენტს ქმნის - დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვისა და დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით. მის განცხადებით მაღაროელები პროტესტისთვის რეჟიმმა სამაგალითოდ დასაჯა.
,,ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ რომ შრომის პირობების გასაუმჯობესებლად ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა გამომწვევი კვლავ არის.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს დეტალებს გია ვოლსკის განცხადებით მაღაროელებს ძალადობას ედავებიან. გუშინ სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის მონაწილეები დამნაშავედ ცნო: მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე; არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე.