21 იან 2026
აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვის აუზში ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი დააკავეს, რაც მეშვიდე შემთხვევაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელაში ნავთობის ნაკადების კონტროლის მიზნით ერთთვიანი კამპანიის დაწყებიდან.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ ხომალდი „საგიტა“ „ინციდენტების გარეშე“ დააკავა. აშშ-ის სამხრეთ სარდლობამ ასევე გაავრცელა დაკავების კადრები თავის X ანგარიშზე.
„კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც კარიბის ზღვის აუზში პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული კარანტინის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, აჩვენებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, უზრუნველვყოთ, რომ ვენესუელიდან გამავალი ნავთობი იყოს სათანადოდ და კანონიერად კოორდინირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ი ვენესუელის ნავთობის რესურსების განუსაზღვრელი ვადით კონტროლს გეგმავს, რადგან ის 100 მილიარდიანი ინვესტიციით ქვეყნის დანგრეული ნავთობის ინდუსტრიის აღდგენას ცდილობს.