21 იან 2026
მთელი ღამის განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვდა. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების თოვლისგან გაწმენდა დილიდან განაახლა. პირველ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რის შემდეგაც სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე გაგრძელდება.
საავტომობილო გზებზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებითა და ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით.