დავოსში ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს

21 იან 2026

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას  კონსტრუქციული უწოდა.  

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებები  ორ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის დღის წესრიგში  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომის დასრულების, უკრაინის მომავლის, ევროპული ძალების უკრაინაში განლაგების თავიდან აცილების და შეერთებული შტატების   სამშვიდობო ინიციატივის საკითხები იყო.