დავოსისკენ მიმავალი ტრამპის თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემის გამო უკან აშშ-ში დაბრუნდა

21 იან 2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც ის შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიფრინავდა, აფრენიდან მალევე "ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემის“ გამო ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაბრუნდა. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, განაცხადა, რომ მოგზაურობა ახალი თვითმფრინავით გაგრძელდება. ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობით საჰაერო უსაფრთხოების ინციდენტები იშვიათია, მაგრამ არა უპრეცედენტო.