აშშ-ის ქალაქებში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს

21 იან 2026

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის პირველ წლისთავზე აშშ-ის მრავალ ქალაქში ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტეს.   ლოს-ანჯელესის ქუჩებში  მომიტინგეები  განსაკუთრებით ტრამპის იმიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

მომიტინგეები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს ლოს-ანჯელესის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ  და ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ლოს-ანჯელესი აძევებს საიმიგრაციო სამსახურს“  და „თავისუფალი ამერიკა“.

ლოს-ანჯელესში გამართული აქცია იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების სერიის ნაწილი, რომლებიც ორგანიზებული იყო მემარცხენე ჯგუფების, ასევე პროფკავშირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ.