21 იან 2026
ბარსელონის გარეუბან გელიდაში სამგზავრო მატარებლი რელსებიდან გადავარდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე დამცავი კედელი ჩამოინგრა, ავარიის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა და ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
ეს სარკინიგზო ავარია მოხდა სამხრეთ კორდობის პროვინციაში, მაღალსიჩქარიანი მატარებლის შეჯახებიდან და რელსებიდან გადასვლიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, რომელმაც 42 ადამიანი იმსხვერპლა.