20 იან 2026
საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები სამცხე-ჯავახეთში წყალმომარაგების ქსელზე უკანონოდ იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევს წყლის დანაკარგებს, წნევის ვარდნას და სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით და მიზნად ისახავს რესურსის სამართლიან განაწილებასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.