კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი - სიბიგა

20 იან 2026

რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შემდეგ, კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული ძალების მიერ კიევსა და სხვა რეგიონებზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ იერიშებს.

მისი თქმით, „პუტინის ბარბაროსული დარტყმა დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებისთვის გამოღვიძების ზარია“.

„უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გარეშე ევროპაში მშვიდობა არ იქნება. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.