20 იან 2026
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი გადადგა. ამის შესახებ თავად განაცხადა. რადევის თქმით, ის თანამდებობას 20 იანვარს დატოვებს.
სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ცხრაწლიანი პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვან მიღწევებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ უზრუნველყო სტაბილურობა ქვეყანაში. მისი თქმით, პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო ოლიგარქიასთან ბრძოლა, ხოლო დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ მას კორუმპირებულ პირებს, კომპრომისებზე წამსვლელებსა და ექსტრემისტებს მიანდობენ.
ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადევმა, შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და და გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.