რუსეთმა კიევზე კომბინირებული დარტყმა განახორციელა

20 იან 2026

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს  დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიევზე კომბინირებული დარტყმის შესახებ. ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. კიევის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებოდა და სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებს.

კიევის მერის თქმით, დნეპროვსკის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა. დრონი ავტოსადგომზე ჩამოვარდა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.