ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი

20 იან 2026

360-მდე ღვინის კომპანიაში ხარისხის კონტროლი, ხოლო საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების 279 დეგუსტაცია ჩატარდა. შედეგად 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირდა.

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.