მიჩიგანში 100-ზე მეტი ავტომობილი ავარიაში მოჰყვა

20 იან 2026

ამერიკაში, ოტავის ოლქში, ავტომაგისტრალზე 100-ზე მეტი ავტომობილის მონაწილეობით მასშტაბური შეჯახება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აი-196 გზატკეცილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანამდე ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეეკავებინა მგზავრობისგან, რადგან თოვლის სახით ინტენსიური   ნალექი და ძლიერი ქარი იყო მოსალოდნელი. 

თვითმხილველების ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ძლიერად დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და სატვირთო მანქანები როგორც გზაზე, ასევე მის გასწვრივ.

ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით დაკეტილია, რადგან ხელისუფლება გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ავტომობილებისგან გაწმენდას ცდილობს.