ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

20 იან 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.