19 იან 2026
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში რუმინეთთან ანგარიშით 10-15 დამარცხდა.
მანამდე, ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასა და საბერძნეთთან, ხოლო გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ – პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დათმეს.
მომდევნო შეხვედრას წყალბურთის ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ 21 იანვარს 18:30 წუთზე გამართავს.