ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო - მაკა ბოჭორიშვილი

19 იან 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ბოჭორიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.