19 იან 2026
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში საყოველთაო ნათლობა იმართება, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დღეს 50 ზე მეტი ადამიანი გაქრისტიანდა.
მანამდე კი დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
ტაძრებში მორწმუნეები დილიდან შეიკრიბნენ. მიიღეს წმინდა ზიარება. დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესიც შესრულდა, მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.