19 იან 2026
ყარაჩის სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველები 60-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებიან მასშტაბური ხანძრის შემდეგ. ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
ხანძარი გულ პლაზას მრავალსართულიან კომპლექსში, სადაც ათას 200 მაღაზიაა განთავსებული 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დრომდე ხანძრის მცირე კერები ისევ რჩება.
მასშტაბური ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ არ სახელდება.