19 იან 2026
16 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 300 ათასზე მეტი დაშავდა ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს - ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემამ ინფორმაცია ირანელი მედიკოსებისგან მიიღო, რომლებმაც მონაცემები ქვეყანაში ფარულად შეტანილი Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების გამოყენებით გადასცეს.
„თაიმსი“ წერს, რომ, ანგარიშის თანახმად, რომელიც რვა მსხვილი საავადმყოფოსა და 16 სასწრაფო დახმარების განყოფილების სტატისტიკას ეფუძნება, დაღუპულთა რიცხვი 16 500-დან 18 000-მდე მერყეობს.
„თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ირანიდან გაქცევა მოახერხეს.
ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყანაში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 500 თანამშრომელი.