ტრამპმა პუტინი „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია - პესკოვი

19 იან 2026

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვიეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრიანებლად და რომ მოსკოვი სწავლობს წინადადებას და იმედოვნებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონთან კონტაქტებს დაამყარებს.

დონალდ ტრამპმა მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ 60 ქვეყანა მიიწვია. 

ტრამპს ასე გაეროს ალტერნატივის შექმნა სურს, მისი ორგანიზაციის საწევრო გადასახადი კი მილიარდ დოლარს შეადგენს.

საბჭოს უვადო თავმჯდომარე კი თავად ტრამპი იქნება და თავდაპირველად ღაზას კონფლიქტის განხილვით, შემდეგ კი სხვა კონფლიქტების განხილვით გაფართოვდება.