ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ირაკლი კობახიძე

19 იან 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა“, - წერს პრემიერი.