ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

19 იან 2026

ჩილეს ბიობიოსა და ნუბლეს რეგიონებში ტყის ხანძრებს შაბათ-კვირას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიკმა დაღუპულთა რიცხვის გაზრდა არ გამორიცხა მას შემდეგ, რაც ხანძარმა დასახლებულ  რაიონებს მიაღწია.

ბორიკმა განაცხადა, რომ ესაუბრა ახლადარჩეულ პრეზიდენტ ხოსე ანტონიო კასტს პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის განმავლობაში რეაგირების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით.  სტიქიური უბედურების რაიონიდან 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტყის ხანძრის შედეგად  250 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის დამწვარია 8 ათას 500 ჰექტარი მიწა. მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 აქტიურ ხანძარს ებრძვიან.

მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხანძრის ქრობას ართულებს. 2023 წელს ვალპარაისოს რეგიონში 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტყის ხანძრებმა.