ანტონიუ კოშტამ ევროსაბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია

19 იან 2026

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ  უახლოეს დღეებში ევროკავშირის ლიდერების რიგგარეშე სამიტის მოწვევა დააანონსა, რომელზეც აშშ-ის გადაწყვეტილებაზე  ბლოკის რეაქცია უნდა განიხილონ. კოშტამ ეს  გადაწყვეტილება   მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ გააძლიერონ ძალისხმევა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადარწმუნების მიზნით, რათა თავიდან აიცილონ გრენლანდიის საკითხის გამო ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების დაწესება.

კოშტამ, რომელიც ევროკავშირის სამიტებს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ევროკავშირის წევრებთან კონსულტაციებმა აჩვენა მათი მტკიცე ერთგულება დანიისა და გრენლანდიის მხარდაჭერის მიმართ და მზადყოფნა, დაიცვან თავი ნებისმიერი სახის იძულებისგან, ამავდროულად განაგრძონ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  განაცხადა, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მტკიცედ დგანან გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულებაში.